სასწავლო ცენტრის გახსნა

18:37, 08.10.2026

„თუმოს“ პირველი სასწავლო ცენტრი გაიხსნა საქართველოში, კონკრეტულად კი ქუთაისში.

„თუმო“ საერთაშორისო აღიარებული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პროგრამა ორიენტირებულია 12-18 წლის ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. სწავლების მოდელი ეფუძნება თვითმართვადი სწავლების პრინციპს და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ. „თუმო ქუთაისში“ სწავლა სრულად დაფინანსებულია, რაც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.  ცენტრი საქართვლოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი