სასულიერო პირების განცხადებები

უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი ხდება, მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, ღვთისგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის“ – ილია მეორემ ვნების 12 სახარების კითხვის დაწყებამდე, მრევლი დალოცა.

კორონავირუსის გავრცელებისა და მომატებული შემთხვევების ფონზე, განსხვავებულია სასულიერო პირების მოსაზრებები სადღესასწაულო მსახურების ჩატარებასთან დაკავშირებით.

მეუფე იაკობის განცხადებით – „მრევლი, რომელიც ტაძარში მივა, თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“. მიტროპოლიტი ისაია ამბობს რომ “თუ სახელმწიფო არ ითხოვს, მორწმუნეებისაგან ქრისტეს უარყოფას, ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც, რომ დავუჯეროთ მათ“. მეუფე გრიგოლმა დღეს მედიასთან აღნიშნა რომ, პაატა იმნაძის სიტყვებმა 1989 წელი გაახსენა, როცა მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალური იყო თუმცა შეკრებილები არ დაიშალნენ.