სასტუმრო „ბუდაპეშტის“ სადავო მშენებლობა

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია.

დავა, რომელიც 2014 წლიდან იწყება, დღეს ისევ გააქტიურდა. კომპანია „ტიფლის დეველოპმენტმა“ დღეს დილით პარკის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები დაიწყო, მოგვიანებით პროცესი მერიის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა. კომპანიამ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების ნებართვა 2013 წელს, გიგი უგულავას მერობის დროს მიიღო. რვა წლის წინანდელ ნებართვას, რომელიც მალევე სასამართლოში გასაჩივრდა, დედაქალაქის მოქმედი მთავრობა უკანონოდ მიიჩნევს და ინვესტორს ადგილმონაცვლეობას სთავაზობს. დღევანდელი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

დატოვე კომენტარი