„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების“ პროგრამა

15:28, 15.08.2018

სამეგრელოს რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამას გაეცნენ.

ზუგდიდში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე  გიორგი მიშელაძე იმყოფებოდა. პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერასა და კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის შეფუთვისთვის საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას მოიცავს.

 

მსგავსი