სასკოლო კონკურსი

ცნობილია სასკოლო კონკურსის, „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“ გამარჯვებულები.

ისინი განათლების მინისტრმა დააჯილდოვა. სასკოლო კვირეული საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა. სამინისტროში წარდგენილი 445 საკონკურსო ნამუშევრიდან, ჟიურიმ 13 გამარჯვებული სკოლა გამოავლინა. პირველი საპრიზო ადგილი აფხაზეთის პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე ადგილზე თბილისის 149-ე საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი სკოლამ „ლომისი-1“ დაიკავა. ინიციატივის მიზანი მოსწავლეებში ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული, სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაა.