სასკოლო კონკურსი

განათლების  მინისტრმა სასკოლო კონკურსის – „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ იმ საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებიც ხელს უწყობს აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ მომავლის ხედვის ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდების ჩართულობას. კონკურსში მონაწილეობა 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის, 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომლებმაც 1270 ნაშრომი შექმნეს. კონკურსი ითვალისწინებდა, შემოქმედებითი ხასიათის პროექტების შექმნას, როგორიცაა: კონცეფცია, ესე, ვიდეორგოლი, ინტერვიუ, ნახატი, საინფორმაციო ბუკლეტი და ა.შ. გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.