სასკოლო ფორმების ტენდერი დასრულდა

განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებს ჩინეთში მდებარე საწარმოსგან შეიძენს. კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით უნდა შეიკეროს  მილიონ 801 ათასი ერთეული სასკოლო ფორმა.  მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება. ცნობისთვის,  2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. განათლების სამინისტროს  პოზიციით, ახალი წესი ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.