სასკოლო ფორმების პირველი პარტია მზადაა
სასკოლო ფორმების პირველი პარტია საქართველოში უკვე გამოიგზავნა.
პროდუქცია ჩინეთიდან მოდის. სულ შეკვეთილია 1 800 000 ფორმა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ პირველკლასელებისთვის განკუთვნილი პარტია ჩამოვა. ეტაპობრივად ახალ წლამდე ფორმებით მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე იქნება უზრუნველყოფილი. პირდაპირი შესყიდვის წესით ქართულმა მხარემ ფორმების დამზადება ჩინურ კომპანიას, კერძოდ, „გლორი ტექსტილს“ შეუკვეთა, რომელიც რამდენიმე სამკერვალოს ფლობს-46-მილიონიან კონტრაქტში გაწერილია ის მოთხოვნები და სტანდარტები, რაც შემსრულებელმა უნდა დააკმაყოფილოს. მათ შორისაა ქსოვილის შემადგენლობა, დიზაინი და ხარისხი. სტანდარტების განსაზღვრას წინ ბაზრის კვლევა უძღოდა. ფორმების ფასი უახლოეს დღეებში დაზუსტდება. სოციალურად დაუცველი ოჯახები ტანსაცმელს უფასოდ მიიღებენ.