სასკოლო ფორმები
სასკოლო ფორმების პირველი პარტია საქართველოში ჩინეთიდან ერთ თვეში ჩამოვა. მათი რეალიზაცია კი პირველი სექტემბრიდან დაიწყება. განათლების მინისტრის ინფორმაციით, 65 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებისთვის ფორმები უფასო იქნება, ყველა დანარჩენი ოჯახისთვის კი – ღირებულების განსაზღვრა ახლა მიმდინარეობს და საბოლოო ფასი, უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, ანუ 15 სექტემბრისთვის, ფორმებს მხოლოდ პირველკლასელები მიიღებენ, მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი ეტაპობრივად, პირველი სემესტრის განმავლობაში იქნებიან უზრუნველყოფილნი. ფორმები ჩინეთში მდებარე საწარმოში, მთავრობის მიერ განსაზღვრული სტანდარტით იკერება, რაც ქსოვილის შემადგენლობას, ხარისხსა და დიზაინს მოიცავს.