„საშემოდგომო ფესტივალი“ - აქცია იპოდრომის ტერიტორიაზე

„საშემოდგომო ფესტივალი“- ასე ჰქვია აქციას, რომელსაც მოძრაობა „მწვანეები“ და „იპოდრომი – უბეტონო მხარე“ იპოდრომის ტერიტორიაზე მართავს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იპოდრომის ტერიტორია ზიანდება და აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობით შემუშავდეს გეგმა, რომელიც პარკის ბუნებრივ საფარს უცვლელად შეინარჩუნებს. აქციის ფარგლებში, ადგილზე მისული სტუმრებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები და ღონისძიება დაგეგმილი.