„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მათ რვა თვით თავისუფლების აღკვეთა და ამასთან, ორი წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებიან ბრალდებულები.