ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ორი დღის განმავლობაში სასამართლო პროცესები საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლეები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობდნენ. საუბარია აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 19 პირის საქმეზე. მათ შორის არის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომლის მხარდასაჭერად სასამართლოსთან მისი კოლეგები იყვნენ შეკრებილები. მოსამართლეებმა ბრალდებულების უფლებადამცველების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, რაც პერიოდულად დარბაზებში დაპირისპირების მიზეზი ხდებოდა. გუშინ გამართული სხდომა კი, სადაც 8 პირის აღკვეთის გადასინჯვაზე მსჯელობდნენ, პროტესტის ნიშნად ადვოკატებმა, დამსწრეებმა და თავად ბრალდებულებაც დატოვეს. საქმის განხილვაში საზოგადოებრივი უფლებადამცველების დანიშვნის აუცილებლობა დადგა.