სასამართლომ ყოფილი მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის სარჩელი დააკმაყოფილა

15:39, 10.03.2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის სარჩელი დააკმაყოფილა. ურთმელიძეს  ჯარიმის სახით გადახდილი 1000 ლარი უკან დაუბრუნდა. საუბარია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ურთმელიძისთვის დაკისრებულ ჯარიმაზე, რომელიც მას ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შედგენისთვის დაეკისრა.

თამაზ ურთმელიძემ  პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯარიმა რამდენიმე ლარის და მინიმალური ხარვეზების გამო დაეკისრა,  რაც უსამართლოდ მიიჩნია და სარჩელიც ამ მიზნით მოამზადა.

 

მსგავსი