სასამართლო სხდომა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ვალერი მუსაევს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურორის მოთხოვნა დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ.

მუსაევს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ბრალი გუშინ წარედგინა. სამართალდამცველებმა ის 19 დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ცნობით, ის დავით კირკიტაძესთან ერთად, 16 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარდგენოდა 16 დეკემბერს პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დაკავებულ ქალს, თუმცა ის შეუძლოდ გადა. დაკავებული თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.