სასამართლო სისტემის ეფექტიანობის ინდექსი

15:19, 21.08.2025

ევროკომისიამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით  55.3%  მიიღო. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 4 სახელმწიფოს: პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სხვა ქვეყნებიც: სერბეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, მოლდოვა და უკრაინა. ამასთან, მოლდოვა და უკრაინა, რუსეთთან და ბელარუსთან ერთად, ევროპის უკანასკნელ ოთხეულშია და მათი შეფასება 100%-იანი სისტემით 32%-ზე დაბალია. მსოფლიოში სასამართლო სისტემის ეფექტიანობა შეფასდა სამი კრიტერიუმით: სასამართლოს დამოუკიდებლობა; სასამართლო პროცესის ხარისხი; საჯარო მომსახურების ხარისხისა და საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის აღქმა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ აწარმოებს. ანგარიში ეყრდნობა „ფრიდომ ჰაუსისა“ და მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროფილურ გამოკვლევებს.

 

მსგავსი