სასამართლო რეფორმის განხილვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-განწესების შესახებ მომზადებული პროექტის განხილვა პარლამენტში, ხვალისთვის გადაიდო.

გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაახმოვანა. მიზეზად დასახელდა დეპუტატების მოთხოვნა, რომ განხილვამდე კანონმდებლებს ჰქონოდათ პროექტის ჩასწორებული ვარიანტი. თუმცა ვიდრე პროექტი ხვალ სესიაზე გავა, პარტია „ქართული ოცნების“ ოფიცსში უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

ხვალვე საკითხზე საკუთარ პოზიციას კანონმდებლებს სახალხო დამცველი გააცნობს. ვენეციის კომისიის რომელ რეკომენდაციებს გაიზიარებს და რომელს არა, ამის შესახებ მმართველი გუნდი პოზიციებს სავარაუდოდ, ხვალინდელ სხდომაზე შეაჯერებს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპელი ექსპერტების მიერ შეთავაზებული წინადადება, – რომლის თანახმადაც, კანდიდატისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო მოსამართლის საკვვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება, – გაზიარებული იქნება.