სასამართლო რეფორმა

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე შეთანხმდნენ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს დახურულ რეჟიმში გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, შესაბამის კანონპროექტში დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები მკაფიოდ მოწესრიგდა და გაიწერა სანქციებიც. ირაკლი კობახიძე კანონპროექტის შინაარს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ცვლილებებზე მსჯელობა სექტემბერში დაიწყება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე მიღწეულ შეთანხმებას უპრეცედენტოს უწოდებს, საბჭოს წევრი ანა დოლიძე კი, აღნიშნავს, რომ  ცვლილებებს კოსმეტიკური ხასიათი აქვს.