სასამართლო რეფორმა და მოსამართლეების შერჩევის სადავო პროცესი

ამერიკის ელჩის მწვავე განცხადების შემდეგ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე მკაფიო განცხადებას კიდევ ერთი დიპლომატი აკეთებს.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია – მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება. ამ პოზიციას იზიარებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ პროცესის შეჩერება სწორი არ იქნება. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია, რომლის ნაწილი არც ბოიკოტის რეჟიმში დაბრუნებას გამორიცხავს.