რუსთავის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ დაკავებული ექვსი პირის მიმართ, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
დაახლოებით 700 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გუშინ აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, 2016-2019 წლებში დაკავებულები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის გზით, თაღლითურად ეუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.