სასამართლო პროცესი ბოლნისში

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ინციდენტში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ლაშა ქველაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს სასამართლო. მას ბრალი ოფიციალურად ორი მუხლით აქვს წარდგენილი. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა.

პარალელურად, ბოლნისის რაიონული სასამართლო კიდევ ერთი ბრალდებულის, ბოლნისის სოფელ ნახიდურში ინციდენტში მონაწილე პირის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. მას ძალადობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი.