რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული, პროექტ „წიგნების თაროს“ მონაწილეები სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით სანდრო მეტრეველს 2300 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. თავად მეტრეველი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, მას სახის არეში დაზიანებები აღენიშნება. დღესვე გაიმართა ნიკა ბერიძისა და ნიკა სვანიძის პროცესი, რომლებიც სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ ცნო სამართალდარღვევად და სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.