სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი – ორ საათში 7 ნოემბრის საქმეზე სხდომა განახლდება. იგეგმება მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა.
ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველის თქმით, შესაძლოა ახალი შუამდგომლობა დადგეს მათი მხრიდან. ჩაერთვება თუ არა სხდომაზე თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.