14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გრძელდება. მიმდინარეობს მოკლული მოზარდის დედისა და ბიძის ეპიზოდის არსებითი განხილვა.
ადვოკატის ინფორმაციით, უსმენენ მოწმეების, მათ შორის, აითაჯის მეზობლებსა და კლასელებს. რამდენიმე წუთის წინ სხდომა დაიხურა, რადგან მოსამართლის წინაშე არასრულწლოვნები უნდა წარდგნენ.
შეგახსენებთ, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგონა ექვს ოქტომბერს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც მანამდე ქორწინების მიზნით მას თავისუფლება აღუკვეთა. გამოძიება არასრულწლოვნის დედასა და ბიძას ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.