სასამართლო პროცესი

„ტვ პირველსა“ და ტელეწამყვან მაია მამულაშვილს კახა კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით, 15 000 ლარის გადახდა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაეკისრათ. დავაზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

დაცვის მხარის განცხადებით, მამულაშვილმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. თბილისის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა.

მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან პრეცედენტად აფასებს. განაჩენით უკმაყოფილოა დაცვის მხარე და საქმის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში გეგმავს.