სასამართლო პროცესი

მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტ გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი.

სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების განცხადებით, პროკურატურას აქვს მტკიცებულებები, რითაც გიორგი მუმლაძის დანაშაული მტკიცდება. ადვოკატი კი საპირისპიროს ამტკიცებს. სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მუმლაძის მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობდა. საუბარია, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.

მოამბე