თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატ შოთა თუთბერიძის მხარდასაჭერად, მისი კოლეგები, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მივიდნენ. შოთა თუთბერიძეს სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მისი საქმე დღეს უნდა განიხილონ. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, ორი თვის წინ, 8 თებერვალს ის პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა.