სასამართლო სხდომა აქციის პარალელურად. ბათუმის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა, იური ხომიჩის, ასევე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაცვას წევრის, მიხეილ ბატურინის პროცესი მიმდინარეობს. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას აყენებს.
ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ბრალდებულები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. მან ასევე წარმოადგინა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა დაკავებულთა გათავისუფლების თაობაზე. პროტესტის ნიშნად, სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები, დაკავებულთა ახლობლებთან ერთად იმყოფებიან.