საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეების პროცესები იმართება. დღეს სულ 30-მდე საქმის განხილვა იყო ჩანიშნული. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეიძლება დღესვე განიხილოს აღკვეთი ღონისძიების საკითხი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა საქმეებზეც. სასამართლომ რიგი საქმეები უკვე განიხილა, თუმცა, მათი ძირითადი ნაწილი გადაიდო. ამ წუთებში იწყება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის პროცესი.
ხატია ჯამალაშვილი მუშაობს სასამართლოში.