თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
საუბარია 23 წლის დანიელ მუმლაძეზე. გამოძიება მას 112-ის კუთვნილი სათვალთვალო კამერების დაზიანებას ედავება.
რითი დასაბუთდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის აუცილებლობა პროკურორმა და რა პოზიცია ჰქონდა დაცვის მხარეს, – ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.