სასამართლო ირაკლი ქორიძის საქმეზე მსჯელობს

სასამართლო ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული ირაკლი ქორიძის საქმეზე მსჯელობს.

დღეს გაირკვევა, შეუფარდებენ თუ არა მას წინასწარ პატიმრობას.

ირაკლი ქორიძეს გამოძიება ორი დანაშაულის გამო ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.