საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს. გაერთიანებაში შემავალი სასახლე-მუზეუმების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი კულტურის მინისტრმა წარუდგინა. თინათინ რუხაძემ და გიორგი კალანდიამ მათ სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული პროექტები გააცნეს.
ცნობისთვის, სასახლე-მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.