სარკინიგზო ავარია საფრანგეთში

საფრანგეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე ტრაგედია ესპანეთის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. სასკოლო ავტობუსს ლიანდაგებზე გადასვლისას საათში 80 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი მატარებელი შეეჯახა, შედეგად ტრანსპორტი ორ ნაწილად გაიყო. ტრაგედიასთან დაკავშირებით საფრანგეთს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი