ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილეები საქართველოს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა დისკუსიაზე გამოსვლისას ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით მოსახლეობის 95%-ზე მეტი სარგებლობს. მისივე განცხადებით, ბოლო წლებში გატარებულმა ფარმაცევტულმა რეფორმებმა, მათ შორის რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
მინისტრმა ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმაზეც, რომელიც დაავადებების გართულებების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა დაფინანსების ახალ მექანიზმებსა და ციფრულ ტრანსფორმაციას მოიცავს.