სარეკლამო კომპანიების ინიციატივა

სარეკლამო კომპანიების ნაწილი სასტუმროებს უფასო სარეკლამო მომსახურებას სთავაზობს. უსასყიდლოდ ტურისტული მარშრუტების მოწყობის ინიციატივით გამოდიან გიდებიც. ასეთია ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის კამპანიის შედეგები.

სფენდ იორ სამერ ინ ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, ხუთდღიანმა სოციალურმა აქტივობამ მრავალი უცხოელი ვიზიტორის დაინტერესება გამოიწვია.

კამპანიაში ჩართული არიან როგორც ტურისტები, ისე ემიგრანტები და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. კამპანიის მიზანია, მოხდეს საქართველოს პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით. ამ დროის განმავლობაში აქტივობაში 176 ათასი ადამიანია ჩართული.