სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავის N31 საბავშვო ბაღში
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. N31 საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა და საზაფხულო ჯგუფებში მიიღო აღსაზრდელები. დაწესებულება 450 ბავშვზეა გათვლილი.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ბაგა-ბაღის შენობა, მოეწყო უსაფრთხო, კომფორტული და ბავშვების საჭიროებებზე ადაპტირებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე, რუსთავში კიდევ ორი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ორივე ბაღი აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.