მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ, ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია. დღეს ადგილზე კახა კალაძე იმყოფებოდა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი აპრილში დაზიანდა. ამ დროისთვის კი იქ გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
პროექტისთვის ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარი დაიხარჯა.