სარეაბილიტაციო სამუშაოები მეტროში

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენის სამუშაო განრიგი იცვლება. მეტროსადგურები ერთი საათით ადრე, ანუ ღამის 11 საათზე დაიკეტება. მიზეზი ელექტროგაყვანილობის და სავენტილაციო სისტემის შესაცვლელად დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია. მითითებული სისტემა მეტროს გახსნის დღიდან არ გამოცვლილა, რის გამოც ბოლო პერიოდში სხვადასხვა სადგურში ტექნიკური პრობლემები გახშირდა, რამაც მეტროპოლიტენის მუშაობაც შეაფერხა, იყო მთელი ხაზის პარალიზების შემთხვევებიც.