სარეაბილიტაციო სამუშაოები ხიბულაში 

როგორი იქნება სოფელ ძველ ხიბულაში ასაშენებელი ტაძარი და ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმი.

მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა დათვალიერა. პროექტებს ძველ ხიბულაში სახელმწიფო და ფონდი „ქართუ“ ერთად ახორციელებენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. დაგეგმილია „ქართუს“ მიერ ეკლესიის მშენებლობა, რომელიც იქნება ერთიანი კომპლექსი, ძველ ხიბულაში მოწესრიგდება შიდა გზებიც, დაახლოებით 4-კილომეტრიანი მონაკვეთი. ამავე ტერიტორიაზე იგეგმება სკვერის მოწყობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ძველ ხიბულაში სტუმრობის დროს ადგილობრივებს დაჰპირდა.