სარეაბილიტაციო სამუშაოები - GWP-ის განცხადება

თბილისში, კრწანისისა და ისნის რაიონების ზოგ ნაწილში, ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება. 26 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე, მაგისტრალურ ქსელზე ახალ, ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. სამუშაოები ხვალ, 26 აგვისტოს 23:00 საათზე დაიწყება და 27 აგვისტოს, 23:00 საათზე დასრულდება.

აღნიშნულ პერიოდში, წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში: გორგასლისა და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს, კრწანისისა და მიმდებარე ქუჩებს. მარჯვენა სანაპიროს  ქუჩა N2-სა და N3-ს, ერეკლე მეორის მოედანს, ლესელიძის, კოტე აფხაზის, შარდენისა და მიმდებარე ქუჩებს. ისნის რაიონში: ბერი გაბრიელ სალოსის, წულაძის, ზაარბრუკერის, ნადირაშვილის, დირსის დასახლების და მიმდებარე ქუჩებს.