სარეაბილიტაციო სამუშაოები დევნილთა დასახლებებში
სარეაბილიტაციო სამუშაოები დევნილთა დასახლებებში. შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის, მეტეხისა და კარალეთის დევნილთა დასახლებებში დევნილთა სააგენტომ 150-ამდე სახლს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა. გაკეთდა ჰიდროიზოლაცია და დათბუნება, სრულად შეიცვალა შენობების იატაკები. დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ, ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, სოფელ შავშვებში, დევნილ ოჯახებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მიიღო. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი – მიხეილ სარჯველაძემ ჩატარებული სამუშაოები პირადად დაათვალიერა და ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც შეხვდა.