სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე

ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა სექტემბრის შუა რიცხვებში აღდგება. საუბარია უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე მონაკვეთზე, სადაც გზა სამი თვის წინ გადაიკეტა.

მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვალა 60-იან წლებში გაყვანილი მიწისქვეშა, მათ შორის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე მილები.

გეგმაშია გამწვანებითი სამუშაოების ჩატარება, ტროტუარების და ველობილების მოწყობა და ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა.