სარეაბილიტაციო სამუშაოები არაგვის ხიდზე
არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით, ერთი მიმართულებით, ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ტერიტორიაზე მოძრაობა სატვირთო ავტომობილებისთვის, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, დროებით შეიზღუდება და ნარეკვავი-ზაჰესის გავლით იმოძრავებენ. მსუბუქ ავტომობილებს შეზღუდვა არ შეეხებათ. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. დასრულება კი მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.