სარეაბილიტაციო სამუშაოები

თბილისის მერი, კახა კალაძე ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს გაეცნო.

კალაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. როგორც თბილსის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, 20 მაისისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდება. პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ასევე მოეწყო მიწისქვეშა პარკინგი. მოხდა 20 ობიექტის იერსახის აღდგენა, აქედან  13 კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 70 მლნ ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტით ფინანსდება.

ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია  2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.