სარეაბილიტაციო სამუშაოები

12:35, 11.08.2026

თბილისი-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. არსებული საგზაო საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობდა. თბილისი-მანგლისის გზა უერთდება კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას და წარმოადგენს თბილისთან უმოკლეს დამაკავშირებელ მარშრუტს. უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ასევე ადგილობრივი გზების შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.

გარდა ამისა, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები — საგზაო ნიშნების განთავსება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. პროექტის ჯამური ღირებულება 32.4 მილიონ ლარამდეა და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წელს და მისი დასრულება იგეგმება 2027 წელს.

მსგავსი