სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის N162 და N 218 საჯარო სკოლებში

15:22, 01.07.2026

თბილისის N162 და N 218 საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა. სკოლებში მოეწყობა საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე, ინფორმაციული, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სპორტული სივრცეები. სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

მსგავსი