სპორტის სასახლის მიმდებარედ, მერაბ ალექსიძის ქუჩის სრულად, ხოლო ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების ნაწილის რეაბილიტაცია გრძელდება. დაგეგმილია როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლა. პროექტის ფარგლებში, სამივე ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და ზებრა გადასასვლელები დაიხაზება. მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები. რეაბილიტაციის დასრულება ოქტომბრისთვის იგეგმება.