სარეაბილიტაციო სამუშაოები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ჟინვალის ჰიდროკომპლექსისა და ბოდორნას წყალსაცავის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიონ 600 000 ლარს შეადგენს.

კომპანია რეაბილიტაციის ფარგლებში, ჟინვალის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის გეგმიურ რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას ემსახურება. ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის ჯამური სიგრძე ცხრა კილომეტრია, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები 1.5 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა, ფილტრაციული კერების აღმოფხვრა და გეოტექნიკური სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს გვირაბის გრძელვადიან გამართულ მუშაობას. ამავდროულად, „ჯივიპიმ“ უკვე დაასრულა ბოდორნას წყალსაცავისა და სარეზერვო წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები.