სარეაბილიტაციო სამუშაო

თბილისის მერმა ქოშიგორას მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე არ არის ორიენტირებული და მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის ყველა რაიონის განვითარება და კეთილმოწყობა თანაბრად მოხდეს.