სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა

18:31, 08.07.2021

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მრავალპროფილური სარეაბილიტაციო განყოფილება გაიხსნა. ცენტრი მომსახურებას უწევს ბენეფიციარებს, ვისაც კიდურების პროთეზირება, ორთეზირება და სხვა სახის დახმარება ესაჭიროება. სარეაბილიტაციო კურსს გადიან როგორც სამოქალაქო პირები, ასევე ვეტერანები. განყოფილებაში ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი, სასადილო და საკონფერენციო სივრცე.

მსგავსი