სარაკეტო იერიში სირიის არმიის ავიაბაზაზე

სირიის არმიის ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

სარაკეტო დარტყმის სამიზნე ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო აეროდრომი გახდა.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, სირიის არმიამ ანტისარაკეტო სისტემებით რვა რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა რამდენიმემ მაინც მიაღწია მიზანს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სირიის აეროდრომზე საჰაერო იერიში ისრაელის ავიაციამ მიიტანა.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ორმა სამხედრო თვითმფრინავმა აეროდრომზე დარტყმა ლიბანის ტერიტორიიდან განახორციელა.

ისრაელის შეიარაღებული ძალებში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ტელეკომპანია „ალ არაბიას“ ცნობით, აეროდრომზე ისრაელის ავიაციის დარტყმას 14 სამხედრო ემსხვერპლა, მათ შორის რამდენიმე ირანელი მრჩეველი.